თეგებით ძიება
16. 03. 2022 ბიზნესი

"ბიძია ვანია" - მაკდონალდსი რუსულად

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო აგრესიის დაწყების გამო, რუსული ბაზარი ასეულობით ბრენდმა დატოვა, მათ შორის სწრაფი კვების ქსელმა - "მაკდონალდსმა", რომელმაც 800-ზე მეტი რესტორანი დახურა.

რუსები მომხმარებელთა დაკმაყოფილებას და ბაზრიდან გაქცეული ბრენდების ჩანაცვლებას ცდილობენ. მაგალითად, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში დაბლოკილი სოციალური ქსელის "ინსტაგრამის" მონაცვლედ, რუსებმა "რუსგრამი" შექმნეს. მოგვინებით კი "მაკდონალდსზე" გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად რუსეთში ახალი სავაჭრო მარკის რეგისტრაცია დაიწყეს. «Дядя Ваня» — ასე ქვია ახალ რუსულ ბრენდს, რომელიც McDonald\'-ს ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.






თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა