თეგებით ძიება
18. 03. 2022 მსოფლიო

უკრაინაში საბრძოლველად 320 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში საბრძოლველად, რუსეთის ღია შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ, 320 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა.

მათივე ცნობით, დაბრუნებული უკრაინელების უმეტესობა მამაკაცია.

„ჩვენი ბიჭები არ ნებდებიან, ამიტომ უნდა დავეხმაროთ, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის. უკრაინა თავისუფალი უნდა იყოს, ისევე როგორც ყველა ადამიანი“, - აცხადებენ საზღვრის დაცვის სამსახურში.

შეგახსენებთ, რუსული ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა