ტრამპი სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელსაც უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება დაევალება - Fox News
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელსაც ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება დაევალება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ნახავთ ძალიან მაღალი თანამდებობის წარმომადგენელს, დიდი სანდოობის მქონე ადამიანს, რომელსაც დაევალება გამოსავლის პოვნა, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა. ამას მალე ნახავთ,” - განაცხადა გამოცემის წყარომ.
აღინიშნება, რომ ეს ანაზღაურებადი სამუშაო არ იქნება.
ცნობისთვის, 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით უკრაინაზე სპეციალური წარმომადგენლის ვალდებულებებს კურტ ვოლკერი ნებაყოფლობით ასრულებდა.