თეგებით ძიება

ქუთაისელმა ჰოკეისტმა გინესის რეკორდი დაამყარა

ქუთაისელმა რატი გრძელიშვილმა ჰოკეის ჯოხით (ყვანჭი) შაიბის აკენწვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

megatv.ge-ის ინფორმაციით, მან ერთ წუთში შეძლო შაიბის 91-ჯერ აკენწვლა.

რატი გრძელიშვილი ქუთაისის ყინულის ჰოკეის კლუბ “თეთრი დათვების” წევრია და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, არქეოლოგიის სპეციალობაზე სწავლობს.

რატი 18 წლისაა და უკვე წელია გატაცებულია ისეთი სპორტული სახეობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა მისთვის ეს ყველაფერი შემაბრკოლებელი ბარიერი არასოდეს ყოფილა.

ახალგაზრდა სპორტსმენმა რეკორდი 2024 წლის 29 ივნისს ქალაქ ქუთაისში დამყარდა.  7 ნოემბერს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ რატი გინესის რეკორდსმენთა სიაში შევიდა. ჰოკეის შაიბის 1 წუტში აკენწვლის აქამდე არსებული რეკორდი 41 იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა