თეგებით ძიება

ჩვენთან რომ ის პროპორციები იყოს, რაც განვითარებულ ქვეყნებშია, პენსია 540-550 ლარი უნდა იყოს - იოსებ არჩვაძე

„ჩვენთან რომ ის პროპორციები იყოს, რაც განვითარებულ ქვეყნებშია, არსებული ხელფასის პირობებში, ჩვენთან პენსია უნდა იყოს 540-550 ლარის ფარგლებში“,- ამის შესახებ სტატისტიკოსმა იოსებ არჩვაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საქართველოში პენსიის ოდენობა განვითარებული ქვეყნების ოპტიმალურ მაჩვენებელს ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება.

„არსებობს კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც პენსიის ოპტიმალური ოდენობა საშუალო ხელფასის 35-40% უნდა იყოს. საშუალო ხელფასი ჩვენთან უკვე 2000 ლარის ფარგლებშია. ეს პროპორცია იანგარიშება ნეტო ხელფასზე, დაახლოებით 1600 ლართან მიმართებით.

შესაბამისად, 315 ლარი მაინც დაბალია იმ ოპტიმალურ მაჩვენებელთან შედარებით. ჩვენთან რომ ის პროპორციები იყოს, რაც განვითარებულ ქვეყნებშია, არსებული ხელფასის პირობებში, ჩვენთან პენსია უნდა იყოს 540-550 ლარის ფარგლებში. საბაზისო პენსია მაქვს მხედველობაში. ანუ ის, რამდენიც პენსია იქნება გაისად, ჯერ კიდევ 200 ლარით ჩამორჩება ოპტიმალურ მაჩვენებელს“, - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.

მისი განმარტებით, 2025 წლის ინფლაციის პროგნოზი მაღალი არ არის. გარდა ამისა, პენსიის ზრდის ტემპი უფრო დიდი იქნება, ვიდრე ინფლაციის ზრდის, რის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ „პენსიონერების რეალური შემოსავლების ჭეშმარიტი ზრდა იქნება“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა