მოგიწოდებთ, იზოლაციაში მოვაქციოთ "ოცნება", გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი - ევროპარლამენტარი
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს EU-ს საქართველოს ხელისუფლების იზოლაციაში მოქცევისკენ მოუწოდა.
ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორები ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას დემოკრატიული არჩევნებით, მაგრამ მათ აღარ უნდათ შემდეგ ამ ძალაუფლების დათმობა და საფრთხე ხდებიან საერთაშორისო საზოგადოებისთვის. 2012 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მშვიდობით გადასცა ძალაუფლება. 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო უკან მიიწევს ავტორიტარული რეჟიმისკენ და სამწუხაროდ, ახლა ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში,ა რუსეთისგან იღებს სარგებელს. დროა გამოვიტანოთ დასკვნები. მოგიწოდებთ იზოლაცია მოვახდინოთ ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების, გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი", - განაცხადა გოშევსკამ.