"შეერთებული შტატების მთავრობა მოქმედებს "ცივი ომის“ აზროვნებით" - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჟაო ლიჯიანმა განაცხადა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება აშშ-ს ცალმხრივ სანქციებს - ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს.
"ჩვენ ვეწინააღმდეგებით სანქციებს და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ნათელია. შეერთებულმა შტატებმა ბოლო დროს არაერთი პროვოკაციული განცხადება გააკეთა ჩინეთთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლიჯიანმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი იყენებს ყველა ხელმისაწვდომ ბერკეტს, რათა მოახდინოს ზეწოლა საერთაშორისო საზოგადოებაზე და გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
"ეს არის ჰეგემონური საფრთხეები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შეერთებული შტატების მთავრობა მოქმედებს "ცივი ომის“ აზროვნებით“, - აღნიშნა ჟაო ლიჯიანმა.