Bosch-ი რუსეთში ქარხნებს ხურავს
გერმანული გიგანტი Bosch რუსეთის ფედერაციაში ქარხნებს ხურავს და წარმოებას აჩერებს. კომპანიამ გადაწყვეტილება უკრაინის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ მიიღო, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ რუსული სამხედრო მანქანებისთვის მნიშვნელოვან დეტალს სწორედ Bosch აწარმოებს.