თეგებით ძიება
19. 03. 2022 ბიზნესი

შვეიცარია რუსეთში საათების ექსპორტს აკრძალავს

შვეიცარია რუსეთში საათების ექსპორტს - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ცნობით, აკრძალვები ძალაში უახლოეს დღეებში შევა.

შვეიცარია არის გლობალური გიგანტი ძვირად ღირებული საათების წარმოებაში, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Patek Philippe SA; Rolex-ი, Swatch Group-ი, Richemont-ი და სხვა პრემიუმ ბრენდები სწორედ შვეიცარიაში არიან ბაზირებული.

Bloomberg-ის თანახმად, გაყიდვები რუსეთში Swatch Group-ის მთლიანი შემოსავლის 2%-ზე ნაკლებს შეადგენს. 3%-ზე ნაკლებია კომპანია Richemont-ისთვის.

შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაციის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთი მე-17 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო შვეიცარიული საათებისთვის, 260 მილიონი ფრანკი (278 მილიონი აშშ დოლარი) გადაზიდვებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა