თეგებით ძიება

4 მარტივი ვარჯიში იდეალური, ბრტყელი მუცლის მისაღებად

მუცლის კუნთების რეგულარული ვარჯიშები ცხიმის დაწვაშიც დაგეხმარებათ:

1. დაწექით იატაკზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, ხელები თავქვეშ ამოიდეთ. აზიდეთ სხეული ისე, რომ წელი არ მოშორდეს იატაკს. სასურველია, ეს ვარჯიში დღეში სამჯერ გააკეთოთ (თითო ჯერზე 25 მოძრაობა).

2. დაწექით ზურგზე, ხელები დუნდულების ქვეშ ამოიდეთ. ფეხები გაასწორეთ, შეატყუპეთ და ასწიეთ ისე, რომ კუთხე ფეხებს და იატაკს შორის დაახლოებით 45 გრადუსს შეადგენდეს. ეს ვარჯიში შეიძლება გააკეთოთ დღეში ერთხელ ( 50 მოძრაობა) ან სამჯერ: პირველ და მეორე ჯერზე 20-20-ჯერ და მესამედ - 10-ჯერ.

3. დაწექით იატაკზე, ფეხები მუხლებში მოხარეთ, ხელები თავქვეშ ამოიდეთ. შემდეგ ასწიეთ ფეხები ისე, რომ ფეხებსა და მუცელს შორის სწორი კუთხე შეიქმნას, მოხრილი მუხლებიც სწორ კუთხეს უნდა ქმნიდეს.

4. დაწექით იატაკზე, მუხლები მოხარეთ, თითები გადააჯვარედინეთ და უკან გადასწიეთ. მთელი სხეულით გადაიხარეთ მუხლების მიმართულებით, შეეხეთ მუხლებს მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა იდაყვით. ამ ვარჯიშის შედეგად მაგრდება მუცლის გვერდითი კუნთები და მცირდება წელის გარშემოწერილობა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა