თეგებით ძიება
21. 03. 2022 მსოფლიო

"არჩევანის გაკეთების დროა, სიკეთის მხარეს ხარ თუ ბოროტებას ირჩევ" - კულება სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს.

"საჭიროა ახალი სანქციები, რომელიც მომდევნო კვირაში მზად იქნება., ჩვენ ვმუშაობთ იმ საერთაშორისო კომპანიებთან, რომელთაც რუსული ბაზარი ჯერ არ დაუტოვებიათ. ეს არის არა მხოლოდ მსხვილი პროდუქტების კომპანიები, მაგალითად „ნესტლე“ და „დანონი“. არამედ სხვა, წერტილოვანი კომპანიებიც, რომელთა გარეშეც რუსეთი ვერ შეძლებს თავისი რაკეტების წარმოებას. ზოგიერთ ჩვენგანს ეწყინება, რომ მათზე ზეწოლა მოვახდინეთ, მაგრამ ახლა არ არის წყენის დრო. არჩევანის გაკეთების დროა, სიკეთის მხარეს ხარ თუ ბოროტებას ირჩევ. არ გააძლიეროთ აგრესორის ეკონომიკა. კოლეგებს ვუგზავნი კონკრეტული სანქციების სიას, რაც უკრაინას სჭირდება, - თქვა კულებამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა