Novatek პუტინის მოკავშირე ოლიგარქმა დატოვა
Reuters-ის ინფრომაციით, რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა, გენადი ტიმჩენკომ გაზის მომპოვებელი კომპანია „ნოვატეკის“ საბჭო დატოვა.
ტიმჩენკო, რომელიც Novatek-ის დირექტორთა საბჭოში 2009 წლიდან შედიოდა, სანქცირებული პირთა სიაშია. Novatek რუსეთის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიაში ტიმჩენკოს გადადგომის მიზეზს არ ასახელებენ.
გასულ თვეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ტიმჩენკოსა და პუტინთან დაახლოებულ სხვა მილიარდერებს სანქციები დაუწესა.
ცნობისთვის, Forbes-ის გასული წლის რეიტინგით, გენადი ტიმჩენკო რუსეთის მეექვსე უმდიდრესი მილიარდერია, ვისი ქონებაც 22 მლრდ დოლარს შეადგენს.