თეგებით ძიება
22. 03. 2022 ბიზნესი

"1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 50%-ით გაიზრდება" - ოთო აბესაძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთო აბესაძე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, უძრავი ქონების ფასის გაზრდას პროგნოზირებს.

"კიდევ ერთი სიახლე უძრავი ქონების ფასთან დაკავშირებით.
ლონდონის მეტალის ბირჟამ დაიწყო რუსული წარმოების მეტალის სანქცირების პროცესი.

რუსეთ-უკრაინის ომამდე ქართული ბაზარი შედგებოდა უკრაინული, რუსული და ქართული წარმოების (ჩინური, ინდური და თურქული ნედლეულით დამზადებული) არმატურისგან.

რუსული და უკრაინული არმატურა ბაზარზე აღარ არსებობს, ნედლეულის ადგილობრივი ფასი გაიზარდა 20% - ით, ტრანსპორტირება 30% - ით და დღეს ქართული არმატურის ფასი აჭარბებს 1 325 დოლარს, რომლის ფასიც მომდევნო 6 თვის ექსტრაპოლაციაში გაიზრდება საშუალოდ 20% - ით.
მიმდინარე ინფლაციის, ტურბულენტური ვალუტის კურსის და საწვავზე ფასის ზრდის გამო მომდევნო 6 თვეში გაიზრდება:
ბეტონის დამზადების და მიტანის ხარჯი 20% - ით.
სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯი 30% - ით.
სამშენებლო მასალების ფასი 30% - ით.

აღნიშნული საქონლისა და მომსახურების ზრდის ტემპების კორელაციის შედეგად 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი გაიზრდება საშუალოდ 50% - ით.

დღევანდელი მოცემულობით მიმდინარე მშენებლობებზე 1კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი შეადგენს საშუალოდ 800 დოლარს. უახლოეს 6-8 თვეში 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი გადააჭარბებს 1 300 დოლარს", - წერს აბესაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა