თეგებით ძიება
24. 03. 2022 ბიზნესი

Western Union-ი რუსეთში მუშაობას აჩერებს

საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა Western Union-ი დღეიდან რუსეთში მუშაობას აჩერებს. შესაბამისი განცხადება კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 24 მარტამდე რუსეთიდან სხვა ქვეყანაში გაგზავნილი გაუცემელი გზავნილი ადრესატებისთვის რუსეთს გარეთ ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი.

თუ რუსეთში მყოფი მომხმარებელი გაგზავნილი ფულის უკან დაბრუნებას გადაწყვეტს, ამის გაკეთება მას რუსეთში Western Union-ის პარტნიორ კომპანიებში შეეძლება.

რაც შეეხება რუსეთში გაგზავნილ ფულს, 24 მარტამდე გაგზავნილი გაუცემელი გზავნილი მომხმარებელს უკან დაუბრუნდება.

Western Union-მა რუსეთსა და ბელარუსში მუშაობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება 10 მარტს მიიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა