თეგებით ძიება

მნიშვნელოვანია, საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად - კელი დეგნანი რუსულ სანქციებზე

მნიშვნელოვანია, საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან"რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას.

ზუსტად რას გულისხმობს საქართველოს შესაბამისობა საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან? რა იქნება ამ რეჟიმის დარღვევის შედეგები და რა არ გსურთ, რომ აურიოს ერთმანეთში საქართველომ? თუკი საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, მას სჭირდება რუსეთთან საბანკო სისტემის, გარკვეული საფინანსო კავშირების გამოყენება. შეგიძლიათ მეტად განმარტოთ ეს საკითხი?

კელი დეგნანი: შემიძლია ვთქვა, რაც არ გვინდა - არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" კომპანიებისა და პირების მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით.

ვიცი, დიდი დაბნეულობაა იმაზე, რას ნიშნავს სანქციებთან მიერთება ან სანქციებთან შესაბამისობა. ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია, რომ საქართველო არის საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობაში. თუკი საქართველოს სურს თავისი, ორმხრივი სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, რაც წარსულში გაუკეთებია, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.

ამ დრომდე საქართველოს მთავრობა იცავს საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. ყველა სანქცია არ შეეხება საქართველოს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად და არ მგონია, ეს მოხდეს. ამგვარ ქმედებებზე მონიტორინგის ძალიან ბევრი მექანიზმი მუშაობს. რა თქმა უნდა, კომპანიების გადასწყვეტია, როგორ აწარმოებენ ბიზნესს რუსეთთან. თითოეულმა ქვეყანამ ასევე შეიძლება გადაწყვიტოს, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია მხარდაჭერის გამოსახატავად უკრაინისთვის, რომელიც ასე მამაცურად, ასე უშიშრად ებრძვის თავისზე ბევრად დიდ ძალას და როგორი ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია პუტინისა და კრემლისთვის ძალიან მკაფიო გზავნილის გამოსახატავად - რომ ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფა წარმატებული ვერ იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა