თეგებით ძიება
24. 03. 2022 ბიზნესი

კომპანია Philip Morris-მა რუსეთში წარმოება და მომარაგება შეამცირა

Philip Morris International Inc რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს. Philip Morris International-მა რუსეთში 2022 წლისთვის დაგეგმილი ყველა პროდუქტის შეტანა შეაჩერა, მათ შორის IQOS ILUMA-ც მოხვდა, რომელიც თავდაპირველად 2022 წლის მარტისთვის იყო დაგეგმილი.

"ჩვენ რუსეთში 3 200-ზე მეტ ადამიანი დავასაქმეთ. მართალია, ვაგრძელებთ მათთვის ხელფასის გადახდას და ჩვენი კანონიერი ვალდებულებების შესრულებას, თუმცა ამავდროულად ვამცირებთ წარმოებას და ვეძებთ უმტკივნეულო გზებს, დავტოვოთ რუსეთის ბაზარი" - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იაცეკი.

რუსეთში კომპანიის მთლიანი პროდუქციის მოცულობის თითქმის 10% შედიოდა, ხოლო კომპანიის წმინდა შემოსავალი 6%-ს შეადგენდა.

ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. კერძოდ:

1. ჩერდება რიგი სიგარეტის ნაწარმის გაშვება რუსეთის ბაზარზე და მცირდება წარმოება;
2. შეჩერებულია Philip Morris International-ის მარკეტინგული საქმიანობა;
3. უქმდება 2022 წელს დაგეგმილი პროდუქციის გაშვება რუსეთში, მათ შორის, Iqos Ilumia;
4. 20 მილიარდზე მეტი Terea-ს წარმოების გეგმაც გაუქმდა, რითაც რუსეთის ბაზარმა 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია დაკარგა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა