რაჭაში 14 წლის ბიჭი მეგობარს შემოაკვდა
ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღში, 14 წლის ლუკა მეგობრის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
"ორივე ბავშვი ჩემი ახლობელია. ერთად გაზრდილი ბავშვები არიან, ერთმანეთზე უკეთესები. გამოძიება მიმდინარეობს, ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს გოჩა აბუთიძე "პრაიმტაიმთან“.