კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 9 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 021 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 647 796-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 623 453 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 739 პაციენტი ემსხვერპლა.