თეგებით ძიება

ზუგდიდში ხელყუმბარის აფეთქება სცადეს - პოლიციამ 2 პირი დააკავა

ზუგდიდში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ, ავტომობილის აფეთქებას ცდილობდნენ.

არსებული ინფორმაციით, ორი პირი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ იმ დროს დააკავეს, როცა ისინი მსუბუქ ავტომობილზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ამონტაჟებდნენ. რა იყო დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი დაკავებული და ავტომობილის მეპატრონე მეზობლები არიან და მათ წლების წინ დაპირისპირება ჰქონდათ.

დაკავებულები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან.

გამოძიება სს კოდექსის 236-ე მუხლის მესამე (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე) და მეოთხე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე) ნაწილებით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა