თეგებით ძიება

"სულ რაღაც 3-4 ახალი სისტემის "კინჯალის" იარაღით, სარაკეტო იერიშია საჭირო და ზელენსკის კივილს მსოფლიო შეიტყობს" - ლადო ბედუკაძე

გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომელი, ვლადიმერ ბედუკაძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს.

"ძალიან ვწუხვარ და გულით მინდა შეწყდეს ერების განადგურების ტენდენცია მსოფლიოში.
ჩემთვის პირადად აზრი დაკარგა გამოთქმამ " ქვის ხანა ხომ არაა, 21 - ე საუკუნეა"?!
თუმც, სამხედრო თვალსაზრისით არმიის 10 % - მდე დანაკარგი (და ეს რუსეთის შემთხვევაში 100.000 ჯარისკაცია!) "ტექნიკურ დანაკარგად " ითვლება, მაგრამ, საბრძოლო მოქმედებების დროს მხოლოდ არმია არ ზარალდება.
მადლობა უფალს, რომ არ გაგვწირა ამ "როლისთვის".

რათქმაუნდა, ყველა ცოდვაა. მაგრამ, ისეთი მცირე ერი, როგორ ქართველია,ამ ვითარებაში ჩეჩნეთის ბედს გავიზიარებდით.
უნდა შეწყდეს ომი, მაგრამ ეს მოწოდება ,ლოზუნგები ცოტა არ იყოს მიამიტურად მეჩვენება.
რეალური ბერკეტი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების წამიერად შეჩერების, არა უკრაინის პრეზიდენტის ( პრინციპში,არც დაწყება ყოფილი მისი ნება) ,არამედ ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების ხელთაა, ცოტა ფორმებით და მეთოდებით განსხვავებული.
ვინმე ფიქრობს, რომ ზელენსკი ისეთი ზედამოუკიდებელი, დაუმორჩილებელი და \'იდეალისტი მებრძოლია,
"ჩეგევარაა" პირდაპირ, რომ წინ აღუდგეს ამერიკულ ბრძანებას დანებების შესახებ? თუნდაც, ამერიკული სპეცსამსახურების , მთლიანად მისი დაცვის სამსახური რომაა დაკომპლექტებული, ხელთ არაა დღემდე მისი სიცოცხლე?

ამერიკული ინტერესები გასაგებია- ერთის მხრივ აშშ-ს შექმნის დღიდან ისტორიული მეტოქის - რუსეთის დაჩოქება, მეორე- არანაკლები, ზედმეტად გააზატებული, გავლენის სფეროდან გასული დასავლეთის მოთვინიერება -დაკოდვაა.
ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში რუსეთზე მეტად არანაკლებ ამერიკაა დაინტერესებული.
გამარჯვებულის სტატუსის გარეშე პუტინისთვის ომი დასრულება კატასტროფა იქნება და ყოველად გამორიცხულია, თუნდაც ერთი რუსი ჯარისკაციც რომ დარჩეს მის არმიაში.

ამოუხსნელი აქ უფრო საბრძოლო მოქმედებების დროში გაწელვა და "კატა-თაგვობანას" თამაშია მათი მხრიდან.
გასაგებია წარმოებს ჰიბრიდული ომის ახალი სახეობა \' მიგრაციის ომი", ევროპის წინააღმდეგ. უკვე საცაა 5 მილიონს მიუკაკუნებს მათი რიცხვი ,რაც მძიმე სოციალურ- ეკონომიკურ ტვირთად დააწვება ევროპას. ყოველივე კი ერთობლივ, რუსულ-ამერიკულ ინტერესებში შედის,
მეორეც,. იწმინდება რუსეთი ოლიგარქიისგან. დაუმორჩილებელი , კრემლიდან არაკონტროლირებადი "ფულის ქისები "ქვეყნიდან გარბიან და ფაქტობრივად, ღამურას ბედს იზიარებენ, "არც იქანე მიმიღონ და არც აქანეს" მსგავსს.
სულ რაღაც 3-4 ახალი სისტემის " კინჯალის" იარაღით, სარაკეტო იერიშია საჭირო და ზელენსკის მთავრობის კვალი - რეზიდენციითურთ არ დარჩება.
არადა, როგორი უშიშარია, ვითარცა უხორცო როგორ თამამად გადაადგილება .ხან ლვოვშია და ხან ბუჩაში.
(სააკაშვილის \'ღრუბელ -ღრუბელ მალულად ფრენა გამახსენა)
არათუ, სარაკეტო დარყმა,რუსული დივერსიული ჯგუფი, დესანტიც არ დაძრულა მის გასანადგურებლად. თორემ, დარწმუნებული იყავით ასეთ ფაქტის შემთხვევაში ზელენსკის კივილს მსოფლიო შეიტყობდა.

გაიხსენეთ ამერიკული სადამსჯელო სამხედრო ოპერაციები მსოფლიო მასშტაბით, პირველ რიგში ისინი საპრეზიდენტო სასახლეს ურტყამდნენ და ქვეყნის პირველ პირებზე ნადირობდნენ.
ასე, რომ ომი დასრულდება მაშინ, იმ დროს, (შეიძლება ძალიან უცებ, ბანალურად), როცა ის გეგმა შესრულდება, რაც არც მე,არც ნოდარ ხუხაშვილმა, არც "კრემლის კაბინეტიდან საიდუმლო თათბირის " შესახებ ინფორმაცია რომ გამოაქვთ იმ ჩიტებმა არ იციან", - წერს ვლადიმერ ბედუკაძე.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა