თეგებით ძიება
07. 04. 2022 ბიზნესი

ალფა სახლი დიდი დიღომი - ახალი შესაძლებლობა ბინის შეძენის მსურველთათვის თვეში 899 ლარიდან

სამშენებლო კომპანია „ალფა სახლი“, რომელიც ქმნის ადამიანების გემოვნებაზე, მოთხოვნებსა და ახალ სტილზე ორიენტირებულ პროექტებს, განაგრძობს მომხმარებლებზე ზრუნვას და მათ სთავაზობს მაღალი ხარისხის ახალ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში, კერძოდ დიდ დიღომში.

პროექტი დიდი დიღომი - ეს არის კიდევ ერთი ლამაზი და ეკომეგობრული საცხოვრებელი ადგილი „ალფა სახლისგან“, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, იცხოვრო ოჯახთან ერთად ქალაქში ეკოლოგიურად ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში; ეს არის შესაძლებლობა, მინიმალური ინვესტიციით მიიღო საუკეთესო შედეგი.



რას გულისხმობს პროექტი - ალფა სახლი დიდი დიღომი?

კომპლექსი, ალფა სახლი დიდი დიღომი, რომელიც პეტრე იბერის N30-ში შენდება, მოიცავს 5 თორმეტსართულიან კორპუსს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. უშუალოდ მშენებლობა დაიწყება 2022 წლის პირველ ივნისს და დასრულდება 2024 წლის ივლისში.
მსურველებს კომპლექსში შეეძლებათ, შეიძინონ ფართები მინიმალური 42,6 მ²-დან მაქსიმალურ 164,7 მ²-მდე.

პროექტის გენგეგმის მიხედვით, სექტორებს შორის გაკეთდება სკვერი, ასევე მოეწყობა ორი სტადიონი, დაირგვება ხეები და განთავსდება მოსასვენებელი სკამები.

გარდა ამისა, კომპლექსის მიმდებარედ, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მხრიდან, თბილისის მერია „ალფა სახლთან“ ერთად, მოაწყობს მწვანე სივრცეს ე.წ ალეას.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსს, ეზოს ტერიტორიაზე 58 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და 200-მდე ავტოფარეხი აქვს -1, -2 სართულებზე.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალფა სახლი დიდი დიღომი მშენებლობის დამთავრებამდე მომხმარებლებს შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს. ამ სერვისით ბინის შეძენის შემთხვევაში, ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 899 ლარიდან .
ამასთანავე, ალფა სახლი დიდი დიღმის კომპლექსში შესაძლებელია ბინის შეძენა პირველადი შენატანის გარეშე, 27-თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით.



„ალფა სახლის“, როგორც პასუხისმგებლიანი და ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ სახლში გადასვლა - ესაა ახალი ცხოვრების სტილის დაწყება, რადგან „ალფა სახლი“ ყიდის ემოციას და არა კვადრატულ მეტრებს. სამშენებლო კომპანიას არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორისაა:

ალფა სახლი ვაჟა-ფშაველაზე - მაღალი სტანდარტების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი;
ალფა სახლი ისანში - ეკონომკლასის საცხოვრებელი კორპუსი წმინდა ბარბარეს ტაძართან;
სახლი ბაგებში - “ალფა სახლის” ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, როგორც მშენებლობის ხარისხის, ისე მდებარეობის მიხედვით.
ალფა სახლი კიკვიძის ბაღთან - კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც 6 კორპუსს მოიცავს.
ალფა სახლი წერეთელზე - ეს არის 11-სართულიანი კორპუსი, რომელიც მდებარეობს წყალტუბოს ქ. 12/14-ში.
ალფა სახლი ნუცუბიძეზე - ეკოპროექტი, რომელიც ქალაქის ცენტრში კომფორტული, ჯანსაღი და ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა