თეგებით ძიება

რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი, როცა მეგობარ ქვეყანაში ომია, ასეთი ვიზიტები მიუღებელია - კალაძე "პატრიოტთა ალიანსზე"

თბილისის მერი, კახა კალაძე "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ვიზიტები მისთვის მიუღებელია.

"რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება? ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები. ჩემთვის პირადად, კატეგორიულად მიუღებელია," - განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა