თეგებით ძიება

"ამ მახინჯმა ნაძირალამ შემოგახაზინათ 2012-ში ნომერი 41" - რას წერს ნიკა გვარამია ლადო ბედუკაძეზე?

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომელ ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ახლა, რაც არ უნდა იწივლოთ ან სოლიდურად უარყოთ, ამ მახინჯმა ნაძირალამ შემოგახაზინათ 2012-ში ნომერი 41. შემოგახაზინათ და დაღუპეთ ამით ქვეყანა.

ხოდა, გყავდეთ ახლა ჩამოურეცხავ სირცხვილად. ყველას, ჩემს მეგობარსაც და არამეგობარსაც, ჭკვიანსაც და სულელსაც, ახლა უკრაინაზე მგლოვიარე და ქოცების ჩემზე მეტად მაგინებელსაც. აი, ეს ჭუჭყი და ტალახი იყო თქვენი არჩევანის მთავარი შთაგონების წყარო.

ისე, ყველასგან ბოდიშს რომ ითხოვთ, საკუთარ ბოდიშებს ხომ არ მიხედავდით, რამე რომ იყოს? თორემ ისე ღაღადებთ, რომ ოცნება რუსეთია, გეგონება, მე მივედი საკუთარი პასტით, რიგში ჩავდექი და რუსული გეგმა აღვასრულე. ან დადუმდით და სხვებისგან ბოდიშების მოთხოვნას მაინც შეეშვით, ეს ოხერი", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

მანამდე ვლადიმერ ბედუკაძემ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, თავისი მოზასრება სოციალურ ქსელში დაწერა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა