Nokia რუსეთის ბაზარს ტოვებს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ფინურმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Nokia-მ რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიამ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული მიზეზების გამო, დასავლეთის მთავრობებმა გამოხატეს შეშფოთება რუსეთში კრიტიკული სატელეკომუნიკაციო ქსელის ინფრასტრუქტურის ჩავარდნის რისკის გამო.
„როდესაც ჩვენ ბაზრიდან გამოვალთ, ჩვენ შევეცდებით უზრუნველვყოთ საჭირო მხარდაჭერა ქსელის ტექნიკური მომსახურებისთვის და მივმართავთ შესაბამის ლიცენზიებს ამ მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად არსებული სანქციების შესაბამისად“, - ხაზგასმით აღნიშნა Nokia-მ.