თეგებით ძიება
14. 04. 2022 მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის დამატებითი 500 მილიონს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის დამატებითი 500 მილიონს გამოყოფს. ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

თანხა მოხმარდება პერსონალური დამცავი აღჭურვილობების, სამხედრო აღჭურვილობების, საწვავსა და პირველადი დახმარების კომპლექტების შეძენას.

"შემდეგი კვირები გადამწყვეტი იქნება. რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში შეტევის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა დავიცვათ მისი ტერიტორია და მოსახლეობა," - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა