თეგებით ძიება
14. 04. 2022 ბიზნესი

კრისტალი 1Pay-ის საგადახდო სისტემაში ჩაერთო

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ დისტანციური მომსახურების არხების გაფართოებასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას აგრძელებს. კომპანიის სერვისები უკვე 1Pay-ის საგადახდო სისტემაშიც ინტეგრირდა, რამაც მომხმარებლებს სწრაფი გადახდის ტერმინალების ფართო ქსელით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა.
1Pay -ის ქსელში ჩართვით, კრისტალის გადახდების განხორციელება ამიერიდან დამატებით 1000 ტერმინალით გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლებს სესხის საკომისიო შეუმცირდათ, რაც მათი კმაყოფილების ხარისხზეც პოზიტიურად აისახება. ამას გარდა, 1Pay -ის საგადახდო სისტემაში ინტეგრირებით, კომპანიას საშუალება მიეცა, სწრაფი გადახდის ტერმინალების მომსახურებებს ახალი, ინოვაციური სერვისებიც დაამატოს. „კრისტალი“ ამ მიმართულებით უკვე მუშაობს და უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმასაც გეგმავს.
მომხმარებლებისთვის ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზება და დისტანციური მომსახურებების განვითარება „კრისტალის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ნუმუსთან თანამშრომლობა ჩვენი სერვისების მიწოდების არხებს კიდევ უფრო გააფართოებს და მათი სარგებლობის ხარისხს გაზრდის. ამავდროულად, ეს სიახლე საშუალებას მოგვცემს, მეტი ინოვაციური სერვისები დავნერგოთ და სწრაფი გადახდის ტერმინალებით მომხმარებლებს სხვადასხვა მომსახურებები დისტანციურად შევთავაზოთ.
აღსანიშნავია, რომ 1Pay-ის ტერმინალების ტექნიკურ მდგომარეობასა და გამართულ მუშაობას „კრისტალი“ ონლაინ აკონტროლებს, რაც საჭიროების შემთხვევაში, დროული რეაგირების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, იზრდება მომხმარებლებისთვის სერვისების უწყვეტად მიწოდების ხარისხი და ოპერატიულობა.
სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენება „კრისტალმა“ 2012 წლიდან დაიწყო. 1Pay -თან ერთად, კომპანიის მომხმარებლებს „ოპპასა“ და „თიბისი ფეის“ ტერმინალების გამოყენებაც შეუძლიათ. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით კრისტალის გადახდები 11 500 სწრაფი გადახდის აპარატით არის ხელმისაწვდომი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა