უკრაინაში დაჭრილი 5 ქართველი სამხედროს მდგომარეობა სტაბილურია
უკრაინაში დაჭრილი 5 ქართველი სამხედროს მდგომარეობა სტაბილურია.
სხვადასხვა ტიპის დაზიანებები ქართველმა მებრძოლებმა ქალაქ იზიუმთან საარტილერიო დაბომბვისას მიიღეს. ხუთივე მათგანი ბატალიონ „კარპატსკი სიჩის“ რიგებში ირიცხება.
“ტანკებით გვესროდნენ, არტილერიიდან გვესროდნენ. მიიღეს ჭრილობები, მაგრამ მძიმე არ არის, ალბათ 3-4 დღეში დატოვებენ ჰოსპიტალს”, – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, გოჩა ხორავა.