თეგებით ძიება

"ომის პარტიას და ომის მსურველებს მინდა ვუთხრა, რომ მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება" - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ოპოზიციის გამგზავრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორე ფრონტი საქართველოში არ იქნება.

"არ მაინტერესებს ვინ სად წავიდა. რომელი "ნაც მოძრაობის" პროვოკატორი, ვინ რას აკეთებს და ვინ რას აცხადებს, ეს არაა ჩემთვის სიანტერესო. მე ხალხს უნდა ველაპარაკო საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ომის პარტიას და ომის მსურველებს მინდა ვუთხრა შემდეგი: მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება. მოსახლეობას უნდა ვუთხრა, რომ ის დამანგრეველი შედეგები რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, ომებმა 90-იან წლებში, აღარ განმეორდება, ჩვენი მთავრობა არის პასუხისმგებლიანი მთავრობა, მე პირველ რიგში პასუხს ვაგებ ქვეყნის უსაფრთოხებაზე და მშვიდობაზე" - თქვა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა