თეგებით ძიება

"ქრაშვა" არის სამარხვო... შეყვარებულობა არის ნახევრად სამარხვო" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"რა მაგის პასუხია და სხვისი ვნებების სადარაჯოზე დადგომისთვის საჭიროა პროფესიონალიზმი და საკითხის სკრუპულოზური აღწერა. მაშასადამე - ქრაშვა არის სამარხვო. იგი გახლავთ აღტაცება სხვის არსებობასა ზედა, ქრაშვის ობიექტის მხრიდან საპასუხო გრძნობების მიუხედავად და ხშირად ნაცნობობის გარეშეც. შეყვარებულობა არის ნახევრად სამარხვო, მაშასადამე, ქრაშვა, რომელსაც ახლავს კოცნაობის მსუბუქი ან მწველი სურვილი და შესაძლებლობის შემთხვევაში კოცნაობა. არასამარხვოა ბოი და ბოი, ბოი და გელ, გელ და გელ ფრენდობა. უკიდურესი თავგანწირვა კი გახლავთ ქორწინება. გამომდინარე კატეგორიების სიმძიმიდან, უდიდესი სიფხიზლე გმართებთ უკონტროლო ქორწინებების მიმართ. ველზე გასვლისას სასურველია, თან იქონიოთ ზეწარი და სანთელი", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა