თეგებით ძიება

"როგორც კი დავინახავ რომ ისევ საჭირო ვარ გმირულ, უკრაინაში მეომრად იმ წამს დავბრუნდები" - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იყო წასული, ზვიად გამსახურდიას შვილთან, გიორგი გამსახურდიასთან ერთად ვარშავიდან ფოტოს აქვეყნებს.

"ვარშავაში ვართ. ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი პოლონელი მარშლის პილსუდსკის ძეგლთან, ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი ზვიად გამსახურდიას შვილთან გიორგისთან ერთად! უბევროს საქართველოს გიორგი გამსახურდიასნაირი საქმიანი, ენერგიული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოხელეები! მადლობთ გიორგის ვარშავაში მასპინძლობისთვის. ერთი თვის მერე ვბრუნდები ლევანთან ერთად საქართველოში. როგორც კი დავინახავ რომ ისევ საჭირო ვარ გმირულ უკრაინაში მეომრად იმ წამს დავბრუნდები - მეტი გამოცდილებით და მეტი შემართებით!

სიკვდილი ოკუპანტებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!", - წერს ალეკო ელისაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა