თეგებით ძიება

ჩინეთში ქალმა ორი საშვილოსნოთი ტყუპი გააჩინა

ჩინეთში ქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ტყუპი გააჩინა - ისინი სხვადასხვა საშვილოსნოში ჩაისახნენ და განვითარდნენ.

CNN-ის ცნობით, ეს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით, შაანქსის პროვინციაში მოხდა. მედიისთვის მხოლოდ დედის სახელია ცნობილი - ლი. მან ბიჭი და გოგო საკეისრო კვეთით გააჩინა. ექიმები ამბობენ, რომ ასეთი მშობიარობის ალბათობა მილიონში ერთია.

„ძალიან იშვიათი მოვლენაა, როდესაც ტყუპი ბუნებრივად ისახება ცალ-ცალკე საშვილოსნოში, ამაზე უფრო იშვიათია, რომ დედამ ისინი მუცლით ორსულობის ბოლომდე ატარა“, - აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექიმები აზუსტებენ, რომ ორსულობის განმავლობაში ექიმები ლის და მისი შვილების ჯანმრთელობას ყურადღებით აკვირდებოდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა