თეგებით ძიება

"ამიტომ აქვთ ფრანგებს სახელმწიფო; ქართველებს კი... იმის იგი" - რას წერს ზურაბ გურული?

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საფრანგეთის არჩევებზე წერს:

"გადახედავ მსოფლიოს ახალ ამბებს ადამიანი, მოდებილო მაკრონის ფოტოებზე გაიცინებ და მერე ლე პენის პროგრამასაც გაეცნობი; მასწავლებლებისათვის და მედიცინის მუშაკებისათვის ხელფასების არსებითი გაზრდა; გადასახადების შემცირება; საფრანგეთის ტერიტორიაზე ფრანგული კანონების აღმატებულობა ევროკავშირის კანონებზე ... მაგრამ, შეგნებული ფრანგი ამომრჩევლისათვის მთავარი ლე პენის სენტიმენტებია პუტინის მიმართ; ამიტომ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე წავა გონიერი ფრანგი და მაკრონს შემოხაზავს.
... მერე 2012 გაგახსენდება და ქართველი ამომრჩეველი. განსაკუთრებით ის "გონიერნი", რომლებმაც "ის" შემოხაზეს, თან დასაბუთებულად და ისევ გაგეცინება.
... ამიტომ აქვთ ფრანგებს სახელმწიფო; ქართველებს კი ... იმის იგი", - წერს გურული.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა