თეგებით ძიება

"მოგვადგა. წულუკიანის რეპრესიები გრძელდება! ჩემს დას დაურეკეს და უთხრეს..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი?

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი საკუთარ ოჯახის წევრზე წერს, რომელიც მისი შეფასებით, კულტურის მინისტრმა მუზეუმიდან მიზანმიმართულად გაათავისუფლა.
"მოგვადგა
წულუკიანის რეპრესიები გრძელდება!
რა გასაკვირია, რომ ჩემს დას დაურეკეს და უთხრეს აღარ მუშაობ მუზეუმშიო
არადა საკუთარ საქმეზე ასე შეყვარებულ ადამიანს, იშვიათად ნახავთ! მიზერულზე ბევრად ნაკლებ ხელფასად მომუშავე პროფესიონალებს სანთლით უნდა ეძებდრს სახელმწიფო, მაგრამ, სად გვაქვს სახელმწიფო რო?

როცა თანამშრომელს იმიტომ ათავისუფლებ, რომ ოპონენტებზე დევნის სხვა ბერკეტი აღარ გაქვს … უტყუარი ნიშანია, დასასრული ახლოსაა!
ქეთო მსქარაშვილი აუცილებლად იპოვის ღირსეულ სამსახურს! აი მისი გამომგდები წულუკიანი კი აუცილებლად აგებს პასუხს!", - წერს გიგა მაქარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა