თეგებით ძიება

"შემზარავი სურათი დაგვხვდა რუსეთის მიერ განადგურებულ ქალაქებში" - დავით სერგეენკო

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი დავით სერგეენკო უკრაინაში ვიზიტს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ შემზარავი სურათი დაგვხვდა რუსეთის მიერ განადგურებულ ქალაქებში.

"კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
აღფრთოვანებას იწვევს მათი თავგანწირვა და სიმამაცე.
შემზარავი სურათი დაგვხვდა რუსეთის მიერ განადგურებულ ქალაქებში: ბუჩა, ბოროდიანკა, კრამატორსკი და ირპენი. თუმცა ეს ქალაქები ნათელი მაგალითია უკრაინელი ხალხის თავგანწირვისა და გაუტეხლობის.
დიდება უკრაინას და უკრაინელ ხალხს! ", - წერს სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა