თეგებით ძიება
19. 04. 2022 მსოფლიო

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 572-ზე მეტი ბავშვი დაშავდა

უკრაინაში, რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 205 ბავშვი დაიღუპა, 572-ზე მეტი კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 572-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაღუპული ბავშვების ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა, მათი რიცხვი 205-ს შეადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენპროკურატურის ინფორმაციით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, გამომდინარე იქიდან რომ საომარი მოქმედებები გამო დაზუსტება ვერ ხერხდება.

არასრულწლოვანთა პროკურორების ინფორმაციით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ დონეცკის ოლქში, კიევში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ხერსონში, ლუგანსკში, ჟიტომირსა და სუმში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა