თეგებით ძიება

ვადამდელი არჩევნების მისაღწევად "ენმ" ქუჩის მასშტაბურ აქციებს აანონსებს - როგორია სააკაშვილის გეგმა ციხიდან

ვადამდელი არჩევნების მისაღწევად "ნაციონალური მოძრაობა" ქუჩის მასშტაბურ აქციებს აანონსებს, მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა - როგორია სააკაშვილის გეგმა ციხიდან და რა დავალება მისცა მან პარტიას, ამის შესახებ, ექსპრეზიდენტთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილისგან გახდა ცნობილი.

"საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია. შესაბამისი რეაქცია იქნება გაყალბებული არჩევნების 2020 წლის, შემდეგ მათ მოღალატეობრივ საქმიანობაზე. იმაზე, რომ ეს ხალხი მოქალაქეებზე ზრუნვის ნაცვლად აკეთებს ყველაფერს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი შეფასებაც და მოქმედებაც. მოქმედება გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს და უნდა მოვაწყოთ დიდი სახალხო დღესასწაული, რომელ დღესაც უნდა გავაცილოთ "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან. ამას სჭირდება მობილიზება, არდაზარება და ამის შემდეგ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ხელისუფლებას,"-აცხადებს ხაბეიშვილი.

ინფორმაციისთვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს.

შეგახსნებთ, პოლიტტექნოლოგისა და ხავერდოვანი რევოლუციების სპეციალისტის პიტერ აკერმანის სახელს უკავშირდერბა ხელისუფლებების ცვლილება ბოლივიასა და ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აკერმანის მონაწილეობით, ორდღიანი სემინარი ბაკურიანში გასულ კვირას შედგა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა