როგორია 1 კვ.მ.-ს ფასი ძველ აშენებულ კორპუსებში უბნების მიხედვით? - სტატისტიკა
უძრავ ქონებაზე ფასები სტაბილურად აგრძელებს ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ მეორად ბინებზე მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება, მათი ფასებიც ძვირდება. ძველი შენობების სიმრავლით გარეუბნები გამოირჩევა. 1 კვ.მ. მეორადი ბინის ფასი, საშუალო მდგომარეობით გლდანში 780 დოლარიდან 900 დოლარამდე მერყეობს. საშუალოდ აქ კვადრატულ მეტრს 830 დოლარად შეიძენთ. ფასი დამოკიდებულია მეტროსთან სიახლოვეზე, მიკრორაიონზე და სხვა.
730 დოლარიდან 840 დოლარამდე მერყეობს ფასები მუხიანში. ზღვისუბანში (ყოფილი თემქა) ფასები უფრო ფართო დიაპაზონში მერყეობს და საშუალოდ დაახლოებით 800 დოლარს უტოლდება.
შედარებით მაღალია ფასები სანზონაში, მეტრო ღრმაღელისა და გურამიშვილის მიმდებარედ. 1 კვ.მ.-ს ღირებულება 850-1000 დოლარის ფარგლებშია.
დიდი დიღომში ფასები 850 დოლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია მიკრორაიონზე. პირველ და მეორე მირორაიონში შესაძლოა ფასი 950 დოლარს აღემატებოდეს, ხოლო მესამე და მეოთხე მიკროებში 800 დოლარიც ღირდეს.
დიდუბის რაიონში 1 კვ.მ.-ს ფასი 950-დან 1150 დოლარამდეა.
850-950 დოლარია 1 კვ.მ.-ს ღირებულება ისანში. 760-830 დოლარის ფარგლებში მერყეობს ფასები ვარკეთილში, ვაზისუბანსა და სამგორში.
საბურთალოზე საშუალო ფასი 1350 დოლარია, ხოლო ვაკეში 1450.
ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბინები მთაწმინდასა და სოლოლაკშია სადაც კვ.მ.-ს ფასები 1650-1750 დოალრია.
გასათვალისწინებელია, რომ მეორადი ბინების შეძენისას თქვენ მოგიწევთ ბინის ავეჯითა და კოსმეტიკური რემონტით უზრუნველყოფა. ხშირად სწორედ ეს ფაქტიც ხდება მიზეზი, როდესაც ადამიანებს ურჩევნიათ ახალ აშენებულ ბინაში შევიდნენ საცხოვრებლად და არ დახარჯონ დიდი ენერგია. გარდან ამისა, საბჭოთა დროს აშენებული კორპუსების დიდი ნაწილი ამორტიზებული და დაზიანებულია, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს.