თეგებით ძიება

ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრების უპირატესობები - რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის ყიდვამდე?

სახლის ყიდვა შესაძლოა რთულ ამოცანად გეჩვენებოდეთ. მყიდველი მუდმივად დარდობს, თუ როგორი ტიპის ბინა და კორპუსია თქვენთვის ყველაზე შესაფერისი. საქართველოში უკანასკნელი ტენდენციები აჩვენებს ახალი ბინების ყიდვისკენ მიდრეკილებას. ახალაშენებულ კორპუსებს ახასიათებს მრავალფეროვნება და განსაკუთრებული კეთილმოწყობა, რაც მათ უძრავი ქონების მომგებიან ვარიანტად აქცევს.

ნახეთ 4 მიზეზი, რის გამოც ახალაშენებულ ბინაში ცხოვრება ან მისი საინვესტიციოდ შეძენა უფრო მომგებიანია.

1.მშენებლობა ხორციელდება თანამედროვე რეგულაციების შესაბამისად

საბჭოთა პერიოდში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ძირითადად, ასაწყობი კონსტრუქციებით შენდებოდა. ისინი მზადდებოდა რკინა-ბეტონის ქარხნებში, შემდეგ კი იგზავნებოდა უშუალოდ ობიექტზე. საბჭოთა პრაქტიკა დღეს მონოლითური მშენებლობით შეიცვალა, რაც მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, თუმცა მეტად ხარჯიანია. ახალი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობისას კომპანიები 2009 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნორმებითა და წესებით ხელმძღვანელობენ. ნორმების თანახმად, ნაგებობა უნდა აკმაყოფილებდეს „სეისმომედეგი მშენებლობის“ ნორმებს, სადაც გაწერილია, რა სახის ქანზე რამდენ მაგნიტუდაზე გათვლილი ნაგებობა უნდა აშენდეს და სხვა.უპირატესობებს შორის არის თანამედროვე ლიფტიც, რომლის მოვლა-პატრონობასაც დეველოპერი ან ამხანაგობა უზრუნველყოფს, თუმცა ძველ კორპუსებთან შედარებით აღნიშნული საკითხი მარტივად არის გადაჭრილი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც არ ჩნდება.

2.სამშენებლო კომპანიებმა ეკომეგობრული სამშენებლო მასალების გამოყენება დაიწყეს, რაც კომუნალური ხარჯების დაზოგვის საშუალებას იძლევა

სამშენებლო კომპანიები ერთი მხრივ, ითვალისწინებენ გარემოსთვის ზიანის მიყენების ფაქტორს და ახალი მიდგომებით ცდილობენ, ის მინიმუმამდე დაიყვანონ, ამასთან, იზრუნონ ადამიანის ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიურად სუფთა მასალები გამოიყენონ.

რაც შეეხება კომუნალური ხარჯების დაზოგვის ნაწილს, მშენებლობისას თბოიზოლაციისთვის იზობლოკი, ქვაბამბა თუ სხვა იმგვარი მასალები გამოიყენება, რაც მობინადრეს ყოველთვიურ გადასახადებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს.

3.ბინის სასურველი დიზაინით პროექტირების შესაძლებლობა

თანამედროვე ბინები საბჭოთა პერიოდში აშენებულთან შედარებით, მეტად იძლევა სივრცის გონივრულად ათვისების საშუალებას. ამასთან, თუ უძრავ ქონებას მშენებლობისას ან თუნდაც თეთრი კარკასის მდგომარეობაში შევიძენთ, საკუთარი საჭიროების შესაბამისად გვაქვს მისი დაპროექტების შესაძლებლობა და შემდეგ ცვლილებების განსახორციელებლად დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოგვიწევს.

4.უკეთესი ინფრასტრუქტურა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ

მომხმარებლის მოთხოვნებს შორის პრიორიტეტულია როგორც ადგილმდებარეობის, ისე გამწვანების კომპონენტი. ახალი კორპუსების მიმდებარედ ეწყობა სკვერები და საბავშვო სივრცეები, რაც მობინადრეს განტვირთვის შესაძლებლობას აძლევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა