თეგებით ძიება

რა ჯდება რემონტი საქართველოში? - ეს აუცილებლად უნდა იცოდე!

ყველასთვის ცნობილია, რომ ბინის რემონტი დიდ ენერგიას მოითხოვს. მისი დაგეგმვა, პროცესის კონტროლი და გამოწვეული აურზაურის მართვა მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა რემონტს ფინანსური მხარეც აქვს. მაინც რა ჯდება რემონტი საქართველოში?

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ორი ტიპის რემონტი: კაპიტალური და კოსმეტიკური. თითოეული მათგანი შეიძლება გაკეთდეს ეკნომიურად, საშუალოდ და უმაღლესად. 1 კვ.მ.-ს გარემონტების ფასი სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება. უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში ფასების ზრდა შეეხო სარემონტო ხარჯებსაც (ბოლო 3 წელში გაიზარდა თითქმის 40%-თ).

თუ მეორადი ბინის გარემონტება კოსმეტიკურად გსურთ, ეკონომიური კლასით მაშინ 1 კვ.მ.-ს ფასი დაახლოებით 100 დოლარი უნდა იანგარიშოთ. იგივე ტიპის საშუალო დონის რემონტი კი 150-200 დოალრი დაგიჯდებათ. თუ თქვენ არჩევანს კაპიტალურ რემონტზე შეაჩერებთ 1 კვ.მ. საშუალოდ 250-300 დოლარად უნდა იანგარიშოთ, ხოლო მაღალი ხარისხის შემთხვევაში 400-500 დოლარი და მეტიც კი შეიძლება დაგიჯდეთ.

აღსანიშნავია, რომ რემონტის ფასები ბინის კონდიციების მიხედვითაც განსხვავდება. ამას სხვადასხვა საჭიროებები განაპირობებს. იგულისხმება, რომ შავი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარებული საცხოვრებელი სივრცე საჭიროებს ე.წ კაპიტალურ რემონტს, მწვანე და თეთრი კარკასები კი შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ კოსმეტიკურს. მაგალითად, შავი კარკასის სარემონტო ფასი დაახლოებით 250 დოლარიდან იწყება. რაც შეეხება თეთრ და მწვანე კარკასების რემონტს, ამ მომსახურების მიღებას 150-180 დოლარიდან შეძლებთ.

ხშირად მომხმარებლები სარემონტო კომპანიებს იქირავებენ, რათა მათი რემონტი უფრო სწრაფად და ორგანიზებულად წარიმართოს. საბოლოო ჯამში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 1 კვ.მ-ის ზუსტი ფასი დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე, შესასრულებელი სამუშაოს სირთულესა და სარემონტო მასალების ხარისხზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა