თეგებით ძიება

ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში, დსთ-ში დაბრუნდება - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ მას სურს „დსთ-ს ოჯახის“  წინა შემადგენლობით აღდგენა და ამ კონტექსტში მან საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა:

"ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, მოლდოვა აღადგენს სრულ მონაწილეობას, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაშიც ჩვენ მოგვიწევს მონაწილეობა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, - თქვა ლუკაშენკომ

საქართველომ დსთ-ს დატოვების გადაწყვეტილება 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო.  წევრობა კი ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს შეწყდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა