თეგებით ძიება

"კაფე-ბარებში ისეთი დაძაბული სიტუაციაა რუსი ტურისტების თავაშვებული \'გულავის\' გამო რომ პროვოკაციის ზღვარზე ვართ... ტეხავს კახი, ამის დრო არაა ახლა" - ნინო ჟვანია

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება:

"კალაძე: "თბილისში ყოველ შაბათ-კვირას ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება".
არაადეკვატურობის ზეიმი!
მაგის მეორე სამშობლო მაინც არ იყოს, ან სახლი არ ქონდეს იქ, ან ძმაკაცები არ ყავდეს. ცოლს ბიზნესის და მას კარიერის პირველი ნაბიჯები უკრაინაში აქვთ ადგმული. უარესად მძიმე დღეებია წინ, ყველამ იცის ეს. ბუჩაზე უარესის მოლოდინშია მსოფლიო როცა იმ დაპყრობილ ქალაქებში შევლენ. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები გაიმართება 9 მაისამდე, ყველა ემზადება, მსოფლიო მსჯელობს ქიმიურ იარაღს გამოიყენებს თუ არაო, იაპონიამ რადიაციასაწინააღმდეგო კომუფლიაჟი გაუგზავნა, ქვეყანა ყირაზე დგას. მსოფლიო დგას ყირაზე. მორწმუნეები ღამეებს ლოცვაში ათენებენ. თბილისის სასროლეთში ადგილები აღარაა, ყველა ეწერება და სამოქალაქო თავდაცვას სწავლობს. კაფე-ბარებში ისეთი დაძაბული სიტუაციაა რუსი ტურისტების თავაშვებული \'გულავის\' გამო რომ პროვოკაციის ზღვარზე ვართ. სასტუმროებში უკრაინელებს და პროპუტინისტ უკრაინის მოქალაქეებს შორის ისეთი დაძაბულობაა ერთ სივრცეში ვეღარ ჩერდებიან და ყველაფერ ამაზე თვალს ხუჭავენ, სირაქლემას პოზაში არიან. ეგ არ გვყოფნის ახლა კიდევ ჩიტო-გვრიტო უნდა ვუმღეროთ პარკებში ტურისტებს?!
რა კონცერტი ბიჭო? ან ესტრადა სად გვყავს, ან ვარსკვლავი? ისევ ფორტე უნდა გამოკვებოთ? ან მრჩეველი არ ყავს ამას ან ჭკუის დამრიგებელი ცოტა მოკრძალება იქონიეო რომ უკარნახოს?
ნიუსები იდებოდა, რაღაც რეკორდული რაოდენობის სტაფი ყავს პიარის სამსახურშიო. ცალკე ლაივ კამერის დამჭერი, სელფის ჯოხის მტარებელი, ფეისბუქ პეიჯზე დამშეარებელი და ლაიქების დამსმელები ყავს გაფორმებულიო და ვერავინ ამოიღო ხმა ტეხავს კახი, ამის დრო არაა ახლა და ნუ შვრებიო?", - წერს ჟვანია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა