მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა
მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა. უკრაინამ რუსეთთან მიაღწია შეთანხმებას ქალაქიდან ბავშვები, ქალები და მოხუცები გამოიყვანოს. საოკუპაციო ძალების მთავარ სამიზნედ აზოვსტალის ქარხანა რჩება, სადაც ცნობილ ბატალიონთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც აფარებს თავს.
მარიუპოლის მერის მოადგილის, სერგი ორლოვის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი თავის სიტყვას შეასრულებს.
"ვერ ვენდობი რუსეთის სიტყვას და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ აპირებენ შეასრულონ თავისი სიტყვა. კარგი იქნებოდა, მოქალაქეებს აზოვსტალის ტერიტორიის დატოვების ან ქალაქის დატოვების უფლება რომ მისცენ, მაგრამ ამის შესაძლებლობა 50 დღის განმავლობაში არ მიუციათ. რატომ უნდა დაუშვან ეს ახლა? სიტუაცია შეიცვალა და ჩვენ გვესმის, რომ უფრო მძიმე შეიარაღება გვჭირდება. ვგულისხმობ არტილერიას, ტანკებს, ჯავშანმანქანებს. მუშაობის ხანგრძლივი დიაპაზონით. ჯერ კიდევ გვაქვს ასეთი შეიარაღების ნაკლებობა. ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყანა ამ შეიარაღებით," - აცხადებს ორლოვი.