თეგებით ძიება

ივანიშვილი და მისი პარტია ისტორიაში შავ ლაქად დარჩებიან - ოთარ ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ძმა, რომელიც ამ წუთებში პარლამენტთან აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ პროტესტის მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება.  ოთარ ზურაბიშვილი ასევე იმედოვნებს, რომ სანქციები, რომელსაც ევროკავშირი და აშშ აანონსებენ, მხოლოდ "ოცნების" მაღალჩინოსნებისკენ იქნება მიმართული და ქართველ ხალხზე უარყოფით გავ;ენას არ იქონიებს. 

ვნახეთ გასულ კვირას, რომ კენჭისყრა იყო ევროპარლამენტში, ევროკავშირში და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იქნებოდა გამოცხადებული გზავნილი მათ მიერ. იმედია, რომ ეს გზავნილი იქნება მიმართული არა მარტო ვინც პირადად არის ჩართული, არამედ იქნება მჩატე ქართველი ხალხისთვის. მეორე არის, რომ მოლოდინია, გაძლიერდეს ჩვენი აქციები საქართველოში. დღეს უკვე შემოგვიერთდნენ სტუდენტები, - ამბოსბ ზურაბიშვილი. 

 ოთარ ზურაბიშვილი ასევე ირაკლი კობახიძის განცახდებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციისთვის არც პრეზიდენტის მოწვევა და არც ოპოზიცია სჭირდება. 

ეს არის უკვე ახალი კონსტიტუციური დარღვევა, ვინაიდან ევროპის გზიდან გადახვევაა. ერთ დარღვევას მეორეს ამატებენ. კობახიძეს ისტორიის წინაშე ექნება მუდმივი ლაქა შუბლზე. ივანიშვილის პარტიას და მათ მომხრეებს, ყველას ექნება ეს ლაქა, - ამბობს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციაა დანონსებული. აქციის ორგანიზატორი "ჩემი ხმაა". ადგილობრივი დამკვირვებლები მოქალაქეებს იმ დარღევევების შესახებ მოუყვებიან, რომელიც საარჩევნო უბნებზე საკუთარი თვალით ნახეს. მათი თქმით, აქვთ დარღვევების ვიდეომტკიცებულებებიც.

პროდასავლური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თანხმდებიან, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ივანიშვილის ხელისუფლებამ მოიპარა და ამიტომ, ბრძოლის გარდა სხვა გზა აღარ დარჩათ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა