საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონია
პოლონეთის ქალაქ პილაში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართა. ტურნირის ფინალში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის გუნდი 4:3 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
90 კგ აკაკი ჯაფარიძე
+70 კგ ნინო პაპიძე
+90 კგ ირაკლი დემეტრაშვილი
57 კგ ნინო ლოლაძე
73 კგ გიორგი ლოლაძე
70 კგ ეთერ ასკილაშვილი
შეგახსენებთ, რომ 23-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ასპარეზობებში 16 ნოემბერს დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრები ხუთი მედლით (სამი ოქრო,ერთი ვერცხლი,ერთი ბრინჯაო) მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
1tv.ge