თეგებით ძიება

"თუკი რუსეთს ხელი წაუცდება ბირთვულ იარაღზე, ბრიტანეთი რუსეთზე საპასუხო იერიშს მიიტანს!" - ჯონსონი კრემლს აფრთხილებს

ბრიტანეთის პრემიერი არ გამორიცხავს რუსეთზე იერიშს, თუკი კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

"ესეც ასე!
ბორის ჯონსონის განცხადებით, თუკი რუსეთს ხელი წაუცდება თუნდაც მცირე ზომის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე, ბრიტანეთი ნატოსთან კონსულტაციის გარეშე, დამოუკიდებლად მიიტანს რუსეთზე საპასუხო იერიშს!

დაემუქრე ბებიაშენს ვალოდია!", - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს აქტიურად აშუქებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა