თეგებით ძიება

"დედამ შვილი ორჯერ დამარხა" - რუსმა ოკუპნტებმა 13 წლის მოზარდი ჩაცხრილეს

13 წლის ელისეი რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ბროვარელი მოზარდის დაცხრილული ქუდი და კუთვნილი თეთრი მაისური, რომელიც ბიჭს ქურთუკზე ეცვა, რათა ეჩვენებინა ოკუპანტებისთვის, რომ ის და მისი ოჯახი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

ბიჭის დედამ ინამ ვაჟი ორჯერ დაკრძალა - ჯერ ბაღში, რადგან სახლიდან გასვლა ვერ შეძლო, შემდეგ ელისე ბროვარის ახალ სასაფლაოზე დაკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა