თეგებით ძიება

"გილოცავთ, საქართველოში 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მეოთხე დოზით აიცრებიან!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად, საქართველოში 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მეოთხე დოზით აიცრებიან.

"გილოცავთ, საქართველოში კიდევ ერთი ჩემი რეკომენდაცია დაინერგა.
მიხარია, რომ იმუნიზაციის საბჭოში სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მეოთხე დოზით აიცრებიან!

საქართველოში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ფხაკაძის ნათქვამი რამე კანონში/ბრძანებაში ისახება დროთა განმავლობაში (2-3 თვეში, ზოგჯერ, ცოტა უფრო მეტში), ოღონდ მანანდე ყველა ლანძღავს ფხაკაძეს.

მაგრამ ეს ჩინური ვაქცინები ვერ მოვაშორე ამ ქვეყანას… მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ არ უნდა გამოიყენოთ ჩინური ვაქცინები … გამოიყენეთ მხოლოდ ფაიზერის ან მოდერნას კოვიდ ვაქცინები!", - წერს ფხაკაძე.

#drpkhakadze


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა