თეგებით ძიება

"ნიას ბებია და ჩემი ბებია ან ბაბუა არიან დემამიშვილები” - თამუნა მუსერიძემ ბიძაშვილი იპოვა

ტელეწამყვანი, თამუნა მუსერიძე, რომელიც წლებია, დედას ეძებს სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძაშვილი იპოვა.

"მოკლედ ბევრი ვმალე თუ ცოტა, დრო დადგა იმისა, რომ ჩემი ბიძაშვილი გაგაცნოთ – ნია ზარანდია. ადამიანი, რომელიც 3 თვეა ჩემთან ერთად ათენებს და აღამებს, ჩემთან ერთად იკვლევს სანათესაოს. ბევრი ანალიზის, გენეტიკური ტესტების და კვლევების შემდეგ საბოლოოდ მივიღეთ პასუხი. ნიას ბებია, ნელი ნანავა და ჩემი ბებია (ან ბაბუა, ჯერ საბოლოოდ ამაზე პასუხი არ ვიცით) არიან დები, ან და-ძმა. საბოლოო პასუხამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და მჯერა, ძალიან მალე საბოლოო წერტილს დავსვამთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი კიდევ ერთი ბიძაშვილის სასწაული გვერდში დგომა. ხათუ, მადლობა ყველაფრისთვის”, - წერს ტელეწამყვანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა