თეგებით ძიება
26. 04. 2022 სპორტი

პუტინსი VS პუტინი - სპორტსმენი რუსეთის პრეზიდენტთან შედარების გამო, ცოლის გვარზე გადავიდა

ყოფილმა ლატვიელმა მოციგავემ, კრისტენს პუტინსმა რუსეთის ორეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უხერხული შედარებების გამო, გვარის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

"არ მინდა, რომ ჩემი და ჩემი შვილების სახელი სამხედრო დანაშაულებებთან იყოს დაკავშირებული. რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. ეს დიდი დანაშაულია. მიუღებელია, რომ დღევანდელ ევროპაში ომი მიმდინარეობს", - აცხადებს ყოფილი სპორტსმენი.

27 წლის ლატვიელი კრისტენს როდე გახდა. ყოფილი მოციგავე ცოლის გვარზე გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა