თეგებით ძიება
28. 04. 2022 ბიზნესი

კრისტალმა DWM Asset Management-ისგან 20 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალისა“ და Developing World Markets-ის პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად კომპანიამ DWM-ისგან 20 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. ახალი ინვესტიცია კრისტალს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერასა და საკუთარი ორგანიზაციული მისიის განხორციელებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ DWM-ის საკრედიტო გუნდთან თანამშრომლობით, კრისტალმა, კაპიტალთან ერთად, სასესხო დაფინანსების მიღებაც შეძლო. ფულადი რესურსი კომპანიის სოციალური თუ ეკონომიკური მიზნების რეალიზებასა და კომპანიის ლიკვიდურობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან, DWM-ისთან თანამშრომლობის გაძლიერება არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გვაძლევს, ადგილობრივი მეწარმეებისთვის განკუთვნილი პროდუქტები და სერვისები კიდევ უფრო დავხვეწოთ. ინვესტიცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის ლიკვიდურობის გაძლიერებაში და მიმართული იქნება MSME-ებისა და მიკრო საწარმოების მხარდასაჭერად“, - აცხადებს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.
DWM „კრისტალის“ აქციონერი 2011 წელს გახდა. ამ ნაბიჯით ფინანსურ ინსტიტუტებს შორის საფუძველი ჩაეყარა ნაყოფიერ, გრძელვადიან თანამშრომლობას, რომელიც საქართველოში ფინანსური ჩართულობის მხარდაჭერას ემსახურება.

„უკვე ათწლეულზე მეტია, „კრისტალი“ DWM-ის ღირებული პარტნიორია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით ფინანსური ჩართულობის გაძლიერებაში. მოხარულები ვართ, რომ ეს ურთიერთობა კიდევ ერთი საკრედიტო რესურსის დახმარებით მეტად გამყარდა. მით უმეტეს, ახლა, როცა უცხოეთიდან ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე წვდომა შეზღუდულია“, - აღნიშნავს DWM Debt Investments-ის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნაიმჯონ მაისადოვი.

ინფორმაციისთვის, Developing World Markets 1994 წელს დაარსდა. ორგანიზაციის ინვესტიციები განვითარებადი ქვეყნების წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური საჭიროებების გრძელვადიანი გადაჭრისკენაა მიმართული. DWM მოწინავე და განვითარებად ბაზრებზე 20 წელზე მეტია ოპერირებს. მას, DWM Asset Management-ის დახმარებით, 70-ზე მეტ ქვეყანაში, სოციალურ გავლენაზე ორიენტირებულ საწარმოებში 2.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა